ახალი ამბები



პროექტის პრეზენტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.

შეხვედრაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,რომელსაც ხელი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა,ნინო ხუხუამ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ მოაწერეს.

პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.