ახალი ამბები



პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.


შეხვედრაზე ასევე გაფორმდა მემორანდუმი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან, რომელსაც ხელი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ მოაწერეს.


პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.