კონკურსები



ტენდერი - ტურიზმის მენეჯმენტი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ახორციელებს პროექტს: „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ პროექტის პარტნიორია ა(ა)იპ „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია“. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტის „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იწვევს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკურ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

"მიმწოდებლის" მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, წერეთლის გამზ. #111, 2020 წლის 20 მარტის 18:00 საათამდე, ან ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com; გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ: "ტურიზმის მენეჯმენტი".

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.


დამატებითი ინფორმაციისათვის ჩამოტვირთეთ ფაილი -  ფაილის გადმოწერა: turizmis-menejmenti.rar