კალენდარი



გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია 2018

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან- UNDP და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით 13,14,15 სექტემბერს ახორციელებს პროექტს ,,ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN )-2018“.


პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.


გაეროს მოდელირებაში მონაწილეობას მიიღებს 18-დან 25 წლამდე ასაკის 60 ახალგაზრდა , საიდანაც 30 იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდან.


პროექტის განხორციელების შედეგად ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარებს; გაიღრმავებენ ლიდერულ თვისებებს; ახლოს გაიცნობენ გაეროს მუშაობის პრინციპებს; მიიღებენ მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას.


პროექტის ბოლოს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:საუკეთესო პოზიციის განაცხადი, საუკეთსო სპიკერი , საუკეთსო დელეგაცია.


14-15 სექტემბერს, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტი.