კალენდარი



რადიო გადაცემა

გვისმინეთ, 10 აპრილს, 17:00 საათზე, რადიო „ძველი ქალაქის“ სიხშირით. ევროკავშირის დაფინანსებით, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ მოწვეული სოციალური მუშაკი, ლანა მოწონელიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი,გელა სიორდია, ისაუბრებენ ბავშვის ძალადობისაგან დაცვის პრევენციასა და არსებულ გამოწვევებზე.

გადაცემას წარმოგიდგენთ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო პროექტის, "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში’’, ფარგლებში. პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნული პროექტი, ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ(LDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და საქართველოს წამების მსხვერპლთა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მხარდაჭერით.