კალენდარი



ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, 27 თებერვალს, 11:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო სექტორის წრმომადგენლებთან. 
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია კანონთან კომფლიქტში მყოფი მოზარდების პრევენციული ღონისძიებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.ასევე, შეხვედრაზე ისაუბრებენ მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ანტისოციალური ქცევის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პროექტის, ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“, ფარგლებში. პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთამართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
აღნიშნული პროექტი, ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში’’, ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ(LDA GEORGIA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამაში.