კალენდარი



პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით – „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, 28 იანვარს 12:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართავს პროექტის პრეზენტაციას სახელწოდებით – „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“.

პროექტის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

პროექტის პარტნიორია ა(ა)იპ „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია“.

პროექტი პარტნიორია ა(ა)იპ "რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია". პროექტი, ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის (UNDP), "რეგიონულ ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის",პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.