კალენდარი



მოსახლეობის ფორუმი 2019 - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

2019 წლის 14 ნოემბერს, 14:00 საათზე ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართავს მოსახლეობის მასშტაბურ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სამსახურების უფროსები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ფორუმის ჩატარების მიზანია მოქალაქეთა პრობლემების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება. 
ფორუმზე განიხილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მოხდება 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა.

აღნიშნული ფორუმი ტარდება პროექტ "ინკლუზიური დიალოგი ეფექტური სოციალური პოლიტიკისათვის’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.