კალენდარი



ტრენერთა ტრენინგი

2019 წლის 4 აპრილს, პროექტის "ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში" ფარგლებში, ატარებს ტრენერთა ტრენინგს პროექტში ჩართული ახალგაზრდა მენტორებისათვის, რომლის მიზანია, ახალგაზრდების გადამზადება შემდეგ თემაზე: აქტიური მოქალაქეობა და პრობლემათა ადვოკატირება.

ინფორმაციისთვის: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, 2019 წლის თებერვლის თვიდან, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბთან ერთად დაიწყო პროექტ „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში“ განხორციელება, რომლის მიზანია უზრუნველყოს ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტორებისთვის გაზიარება, აგრეთვე ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის როლის გაზრდა.

პროექტი დაფინანსებულია მცირე პროექტების მხარდაჭერის (SPA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულითემისგანვითარების მცირე საგრანტო პროგრამა წარმოადგენს მშვიდობის კორპუსისა და USAID ერთობლივ ინიციატივას.