კალენდარი



პროექტის დასკვნითი კონფერენცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

2019 წლის 16 აპრილს, 14:00 საათზე, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა"  შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

შეხვედრის მიზანი გახლავთ პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება, რომელიც ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა.

პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.