კალენდარი



საკონსულტაციო შეხვედრები ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, როგორც პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის"იმერეთის რეგიონული ჰაბი, საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. აგრეთვე იგეგმება ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრები თემაზე: სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და მოხალისეობა.

შეხვედრების ადგილი და თარიღი:
2016 წლის 14,15,18,19 თებერვალი

12:00 სთ

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.