კალენდარი



საკონსულტაციო შეხვედრა მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერების სამოქალაქო საბჭოების წევრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს არსის/მნიშვნელობის შესახებ ტრენინგებს ჩაატარებს. ტრენინგები ტარდება, პროექტის „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში.

შეხვედრების ადგილი და თარიღი:
20/02/2019 - ბაღდათის მუნიციპალიტეტი 12:00 სთ
21/02/2019 - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 12:00 სთ

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.