კალენდარი



"რეგიონის განვითარება ნიშნავს..." ქუჩის კამპანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის 9-ვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ჩაატარებს ქუჩის კამპანიას "რეგიონის განვითარება ნიშნავს...".
კამპანიის ფარგლებში მომზადდება ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე- www.ldageorgia.ge და სოციალურ ქსელში- Facebook; Youtube.

ქუჩის კამპანიის ჩატარების ადგილი და თარიღი:
04/02/2019 - აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
05/02/2019 - სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
06/02/2019 - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
07/02/2019 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
08/02/2019 - მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
11/02/2019 - ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
12/02/2019 - ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ
13/02/2019 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 11:00 სთ

პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.