კალენდარი



ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია

2018 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორი, მაკა ცერცვაძე ახალგაზრდების ევროპული შესაძლებლობების, ასევე გრძელ და მოკლევადიანი პროექტების შესახებ ისაუბრებს. 
შეხვედრის მონაწილეებს, ჩვენს მიერ საფრანგეთში 2017 წელს გაგზავნილი მოხალისე, ნინო ალავიძე საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელიც ქალაქ სტრასბურგის მერიაში 10 თვის განმავლობაში ევროპის მოხალისეობრივი პროექტით იმყოფებოდა.