კალენდარი



მოსახლეობის ფორუმი 2018


2018 წლის 25 ნოემბერს 12:00 საათზე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო,  ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართავს მასშტაბურ მოსახლეობის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სამსახურების უფროსები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ფორუმის ჩატარების მიზანია მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, რათა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

ფორუმის ბოლოს შემუშავდება რეკომენდაციებისა და პრობლემების დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს.

აღნიშნული ფორუმი ტარდება პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.