კალენდარი



რადიო გადაცემა

მოგვისმინეთ, 1 აპრილს, 17:00 საათზე, რადიო „ძველი ქალაქის“ სიხშირით.
ევროკავშირის დაფინანსებით, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ მოწვეული სპეციალისტი, ფსიქოლოგი, თეა ფანჩულიძე და განთლების დოქტორი; შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" გენერალურის დირექტორი/დამფუძნებელი, ნინო ჩიკვაშვილი, ისაუბრებენ მოზარდობის პერიოდის თავისებურებებზე.

გადაცემას წარმოგიდგენთ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო პროექტის, "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში’’, ფარგლებში. პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ამოცანებია:
- საზოგადოების (ადგილობრივი თვოთმმართველობა,სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები,მედია, საგანმანათლებლო სექტორი) ცნობიერების ამაღლება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ინტენსიური საინფორმაციო კამპანიებისა და სემინარის მიწოდების გზით;
- კანონთან კომფლიკტში მყოფ მოზარდებთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნული პროექტი, ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ(LDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და საქართველოს წამების მსხვერპლთა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მხარდაჭერით.